სოციალური
პროექტი
სოციალური თემის ხელმძღვანელი
|
მარიამ კაპანაძე (ინგლისური ენის პედაგოგი)
|
სკოლა
|
ქ.ქუთაისის N35 საჯარო სკოლა
|
თემის დასახელება
|
„პატივი ვცეთ ჩვენს დედებს“
-(„დედი, მესამყაროები...“)
|
დონე/კლასი
|
საბაზო საფეხური
VI კლასი
|
განხორციელების დროის ჩარჩო
|
1 თვე (2018 წლის თებერვალი)
|
აზროვნების ზედა დონის უნარები
|
თანამშრომლობა;
დაგეგმვა;
ორგანიზება;
კვლევა;
კრიტიკული და შემოქმედებითი აქროვნება
|
პროექტის აქტუალობა
|
პროექტის იდეა მისი აქტუალობიდან მომდინარეობს. დღესდღეობით საქართველოში
დგას პრობლემატური საკითხი უდედოდ გაზრდილი ბავშვებისა. მშობლები იძულებულნი არიან
დატოვონ შვილები და ისევ მათი კითილდღეობისათვის წავიდნენ საზღვარგარეთ სამუშაოდ, რასაც სავალალო
შედეგებამდე მივყავარ: ურთიერთობები ცივდება, დედის როლი იცვლება და მხოლოდ მატერიალური
დანიშნულება აქვს. შედეგად ბავშვები ხდებიან ჩაკეტილები და ბრაზობენ დედებზე „მათი
მიტოვებისათვის“. პროექტის იდეა სწორედ ბავშვებიდან მოდის, მას შემდეგ როდესაც გაკვეთილზე
ვსაუბრობდით XXI საუკუნის
გმირებზე, ჯგუფის ერთმა ნაწილმა დაასახელა, რომ დღევანდელი გმირები არიან სწორედ
ის ემიგრანტი დედები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება შეწირეს მათი შვილების კეთილდღეობას
და სასჯელად მათთან სიშორე ერგოთ. თუმცა ჯგუფის ნაწილმა საპირისპირო იდეა გამოთქვეს
რომ მშობელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს საკუთარი შვილი. საკმაოდ ცხარე
დისკუსია გაიმართა ამ თემის ირგვლივ, სადაც კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა ის პრობლემა
რაც დგას- ბავშვები სწორად ვერ აფასებენ იმ ტანჯულ გზას რომლის გავლაც ემიგრანტ დედებს
უწევთ მათი შვილებისათვის. ჩვენი პროექტიც-“პატივი ვცეთ ჩვენს დედებს“ დაიწყო...
|
მიზანი
|
·
პრობლემატული საკითხის გააზრება
·
არგუმენტირებული მსჯელობა
·
გამოკითხვა და გამოკითხვის შედეგების გათვალისწინეთით
დასკვნების გამოტანა
·
ვიდეო რგოლის შექმნა
|
პროექტის მდგრადობა
|
პროექტი მდგრადია, რადგან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც.
ჩვენი თითოეული პედაგოგის ვალი ხომ სწორედ ის არის, რომ მოსწავლეებს განუვითაროთ
ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება. ამიტომ
პროექტის შემდგომ პერიოდში რეგულარულად მოხდება პროექტის თემაზე სხვადასხვა აქტივობების
დაგეგმვა/განხორციელება (თემის წერა, ფილმის ყურება და მისი ანალიზი და ა.შ.). ვფიქრობ
ამით ხელი შეეწყობა ინფორმირებული, სრულფასოვანიმოქალაქის ჩამოყალიბებას რომელსაც
განვითარებული ექნება ტოლერანტობისა და ემპათიის გრძნობა.
|
მოსალოდნელი შედეგები
|
პროექტი ხელს შეუწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა ემპათია
და ტოლერანტობა, რაც ჯანსაღი საზოგადოების შექმნის უმნიშვნელოვანესი საფუძველია.
დღესდღეობით საზოგადოება და მომავალი თაობა უფრო ცივია ურთიერთობებში ვიდრე იყო წინათ.
ცნობიერების ამაღლება კი ხელს შეუწყობს გახდნენ უფრო თბილები და შეხლონ თანაგრძნობა.
|
ღონისძიებები და დაგეგმილი აქტივობები
|
პროექტის პირველ ეტაპზე ვმართავთ დისკუსიას
თემაზე - „XXI საუკუნის
გმირები“.
პროექტის მეორე ეტაპი - მოსახლეობის
გამოკითხვა. მოსწავლეები დაყოფილნი არიან ხუთ ჯგუფად, რომლებიც გამოიკითხავენ მოსახლეობას.
პროექტის მესამე ეტაპი - თანატოლთა
გამოკითხვა/ აღწერა.
პროექტის მეოთხე ეტაპი -გალერეა მეთოდის
გამოყენებით პროექტზე მუშაობა - “Mum
is the universe for me”.
პროექტის მეხუთე ეტაპი -პროექტის პრეზენტაცია.
პროექტის მეექვსე ეტაპი - „პატივისცემის
კედლის გახსნა“ (“The Wall of
Respect”)
|
პროექტის განხორციელების რისკები
|
პროექტის მსვლელობისას ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოს:
·
გამოკითხვის დროს რესპოდენტის მხრიდან უარი;
·
ტექნოლოგიური პრობლემა.
|
სტანდარტი
|
კარი
I.
სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები.
თავი
VIII. პრიორიტეტული
გამჭოლი კომპეტენციები.
მუხლი
48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები.
3. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები.
ა) წიგნიერება. ტრადიციული გაგებით, სიტყვა "წიგნიერება" გულისხმობს კითხვის, წერის, მოსმენისა და ლაპარაკის მიზნით ენის გამოყენების უნარს. დღეს ამ ცნების შინაარსი გაცილებით მეტს მოიცავს; თანამედროვე გაგებით, წიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს
|
პროექტის შეფასება და მონიტორინგი
|
პროექტის მსვლელობისას მოვახდენ დაკვირვებას მოსწავლეთა როგორც ინდივიდუალურ
ისე ჯგუფების მუშაობაზე, რათა მონიტორინგი გავუწიო პროექტის სამუშაოს მსვლელობას
და საჭიროების შემთხვევაში მივცე მათ დროული უკუკავშირი. პროექტის დასასრულს მოხდება
შეფასება პროექტის შეფასების რუბრიკით, რომელსაც ექნება განმავითარებელი ხასიათი.
შეფასდება თითოეული მოსწავლის ჩართულობა პროექტის მსვლელობაში და მოხდება მოსწავლეთა
ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება კითხვარის გამოყენებით. რაც დაეხმარება მათ შეაფასონ
თავიანთი როლი და ჩართულობა პროექტის მუშაობის პროცესში. დადებითი და უარყოფითი მხარეების
გამოვლენა კი მე როგორც პედაგოგს დამეხმარება მომავალში პროექტზე მუშაობის გაუმჯობესებაში.
(შეფასების რუბრიკები დანართის სახითაა წარმოდგენილი)
|
პროექტისათვის საჭირო რესურსი
|
ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პოსტერი, შპალერი, მარკერი, დაფა, ცარცი.
|
პროექტის დასრულების შემდეგ შექმნილი ვიდეო რგოლის მისამართი:
|
დანართი 1
ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რამე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა;
ბ) მასწავლა;
გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;
დ) ახალი არაფერი მისწავლია.
2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
ა) ბევრად უკეთესი გახდა;
ბ) უკეთესი გახდა;
ბ) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო;
დ) გაუარესდა;
3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით
განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
ა) სავსებით ნათელი იყო;
ბ) ძირითადად ნათელი იყო;
გ) არც ისე ნათელი იყო;
დ) სრულიად გაურკვეველი იყო.
4.
"მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე".
ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
5.პროექტის დასრულებაში ჩემს მიერ შეტანილი წვლილის მაგალითები:
_________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
6. ყველაზე მეტად რა მოგეწონა ან არ მოგეწონა პროექტში?
დადებითი
: _______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
უარყოფითი:
_______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
დანართი 2
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე
დაკვირვების ცხრილი
|
|
დაკვირვების
საგანი
|
კომენტარი
|
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში
|
|
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
|
|
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ
|
|
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
|
|
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი
|
|
სწორად ჰქონდათ თუ არა არჩეული გეზი და იყვნენ თუ არა შემოქმედებითად ჩართულები მუშაობის პროცესში
|
დანართი 3
პროექტის
შეფასების რუბრიკა
|
||||
კრიტერიუმი
|
შეფასება
|
|||
ძალიან კარგი
|
კარგი
|
საშუალო
|
დაბალი
|
|
კომუნიკაცი-ის უნარი
|
მოსწავლე ძალიან კარგად ახერხებს ფაქტების, კონტექსტის, თავისი ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას. იგი ყოველთვის მისდევს საუბრის/დია-ლოგის/დისკუ-სიის წესებს და შეუძლია ძალიან კარგი იმპულსების გაცემა ერთობლივი სამუშაოს წარმართვისთვის
|
მოსწავლე კარგად ახერხებს ფაქტების, კონტექსტის, თავისი ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას. იგი თითქმის ყოველთვის მისდევს საუბრის/დიალო-გის/დისკუსიის წესებს და შეუძლია კარგი იმპულსების მიცემა ერთობლივი სამუშაოს წარმართვისთვის.
|
მოსწავლე იშვიათად ახერხებს ფაქტების, კონტექსტის, თავისი ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას. იგი იშვიათად მისდევს საუბრის/დიალო-გის/დისკუსიის წესებს და თითქმის არ გასცემს პოზიტიურ იმპულსებს ერთობლივი მუშაობის პროცესში.
|
მოსწავლეს არ შესწევს უნარი, ფაქტები, კონტექსტი, საკუთარი ემოციური მდგომარეობა ადეკვატურად გადმოსცეს. იგი არასოდეს მისდევს საუბრის/დიალო-გის/დისკუსიის წესებს და არ გასცემს პოზიტი-ურ იმპულსებს პროექტზე მუშაობის პროცესში
|
თანამშრომ-ლობის უნარი
|
შესანიშნავად უგებს ჯგუფის წევრებს, მაქსიმალურად თანამშრომლობს მათთან
და ყოველთვის ღებულობს მონაწილეობას საერთო გადაწყვეტი-ლების მიღებაში.
|
თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, არის კონტაქტური,
აფიქსირებს თავის პოზიციას.
|
ნაწილობრივ კონტაქტობს ჯგუფის სხვა წევრებთან,
ნაკლებად ერთვება საერთო გადაწყვეტილე-ბების მიღებაში
|
ვერ შედის კონტაქტში ჯგუფის წევრებთან
|
მოქნილობა
|
მოსწავლეს ძალიან კარგად შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და დამოუკიდებ-ლად მათი ადეკვატური გამოყენება.
|
მოსწავლეს შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და მათი ადეკვატური გამოყენება.
|
მოსწავლეს სხვათა უმნიშვნელო დახმარებით შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და მათი შეზღუდული გამოყენება.
|
მოსწავლეს ძალიან უჭირს მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებების, რჩევების ადაპტირება და გამოყენება.
|
საიმედოობა
|
მოსწავლე უმიზეზოდ არ აცდენს ჯგუფის არც ერთ შეხვედრას, ჯგუფის გადაწყვეტილე-ბით მისთვის დაკისრებულ ყველა დავალებას დროულად და კეთილსინდისი-ერად ასრულებს, მისი სამუშაო რესურსები ყოველთვის მოწესრიგებუ-ლია
|
მოსწავლე უმიზეზოდ თითქმის არ აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, თითქმის ყველა დავალებას დროულად და კეთილსინდისი-ერად ასრულებს, მისი სამუშაო რესურსები უმეტესწილად მოწესრიგებულია.
|
მოსწავლე უმეტესწილად არ აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, დავალებას ხშირად დროულად და კეთილსინდისი-ერად ასრულებს, მისი სამუშაო რესურსები ხშირად მოწესრიგებულია.
|
მოსწავლე ძალიან ხშირად აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, დავალებებს თითქმის არ ასრულებს, თუ ასრულებს, დაგვიანებით და არაკეთილსინდი-სიერად, მისი სამუშაო რესურსები მუდამ მოუწესრიგებელია.
|
პრეზენტა-ციის უნარი
|
საუბრობს გამართულად და თავდაჯერებუ-ლად,
საუბარი არგუმენტირე-ბულია, იცავს დროის ლიმიტს
|
საუბრობს გამართულად, საუბარი არგუმენტირე-ბულია,
შეძლებისდაგვა-რად იცავს დროის ლიმიტს.
|
ცდილობს ისაუბროს თავდაჯერებუ-ლად და არგუმენტირე-ბულად,
შეძლებისდაგვრად ივაცს დროის ლიმიტს.
|
უჭირს საუბარი და პრეზენტირება, ვერ იცავს
დროის ლიმიტს, არც ერთი არგუმენტი არ არის მოყვანილი
|
No comments:
Post a Comment