Happy Birthday Pi - International ETwinning Project (2024y)

 International ETwinning Project

 Happy Birthday Pi


 
სკოლა ჩართულია ევრობული სკოლების განათლების პლატფორმაში, სადაც ხორციელდება საერთაშორისო პროექტები. ამჯერად წარმოგიდგენთ ჩვენს საერთაშორისო პროექტს „Happy birthday Pi დაბადების დღეს გილოცავ პი, რომილიც მიძღვნილია მათემატიკური მუდმივა პი რიცხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც როგორც ვიცით აღინიშნება 14 მარტს. აღნიშნული პროექტი დამტკიცდა და მუშაობის უფლება მივიღეთ გასული წლის ნოემბერში. პროექტში მონაწილეობს 3 ქვეყანა-საქართველო, რომელიც წარმოდგენილია სამი სკოლით, ესენია წყალტუბოს ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის სკოლა, თერჯოლის N1 საჯარო სკოლა და ჩვენი ქ. ქუთაისის N35 საჯარო სკოლა. ჩვენი სკოლიდან პროექტში ჩართულია 3 კათედრა და 6 პედაგოგი. რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს - ჩვენ პარტნიორობას გვიწევს საბერძნები, რომელიც არის პროექტის თანაავტორი, პედაგოგი კი აირინ ტომასი, სკოლა კი გახლავთ არტემიდას სკოლა, ასევე ჩევნი მეორე პარტნიორია იტალია, პედაგოგი ნოემი ვენერელი, რომელიც წარმოადგენს იტალიის ქალაქ ტერასინის მარია მონტესორის სკოლას. პროექტში ჯამში მონაწილეობდა 100ზე მედი მოსწავლე, ჩვენი სკოლიდან კიჩართულები არიან, მე-4, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები. პროექტზე მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, ეხლა კი გაგაცნობთ პროექტის ეტაპებს.

მას შემდეგ რაც პროექტი დამტკიცდა ევროპული სკოლების განათლების ასოციაციის მიერ, მოხდა პარტნიორი სკოლის პედაგოგების შეხვედრა, გაცნობა და პროექტის არაერთი საკითხის გავლა. თვდაპირველად მოსწავლეები გაეცვნენ თავიანთ უცხოელ პარტნიორებს წერილობით, ცოტა მოგვიანებით ვიდეო შეხვედრაც გაიმართა ხუთივე სკოლას შორის. გაცნობის შემდგე მოხდა ფილმის ჩვენება, პრეზენტაციებზე მუშაობა და წარდგენა. მოსწავლეებმა ასევე შექმნეს ლოგოები და ჩატარდა ლოგოს კონკურსი, სადაც გაიმარჯვა ჩვენი სკოლის ლოგომ, რომელიც დავაყენეთ ითვინინგის თვინსზეისზე. ლოგოების კონკურსის შემდეგ ვიმუშავეთ ხელოვნების და მუსიკის კუთხით, რომლის შედეგებსაც დღეს თავად გაგაცნობთ თითოეული პედაგოგი. ასევე ჩატარდა პრაქტიკული სამუშაო პი ჩვენს ყოველდღიურობაში. დამზადდა რესურსები და პროექტის ბოლოს წარმოგიდგენთ სასკოლო ღონისძიებას დაბადების დღეს გილოცავთ პი.

პროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ ითვინინგის თვინსფეისზე. ლინკი მოცემლია ქვემოთ.

My Twinspace 

პროექტს მოგებული აქვს საქართველოს ეროვნული ნიშანი - National Quality Label.

No comments:

Post a Comment

წარმოგიდგენთ მე-6 ა და მე-6 ბ კლასის მოსწავლეების მიერ შესრულებულ კომპლექსურ დავალებას თემაზე- A postcard-"My childhood photo". (ღ...